Sunday, July 11, 2010

ლია გურგენიძე

პროექტის სახელი: ,,ქუთაისი"
პროექტის მოკლე აღწერა :მოსწავლეები ღრმად სწავლობენ სატახტო ქალაქის ,,ქუთაისის" ისტორიას და კულტურას, სწავლობენ ისტორიულ ძეგლებს და აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქის ,, ქუთაისის "ისტორიას. მოიპოვებენ ამ ქალაქზე ლეგენდებს, თქმულებებს. დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებს, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელივნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა - ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს ამ მხარეში. ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას. გადაიღებენ სურათებს, ვიდეოს, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, შექმნიან - ბლოგს.
მონაწილეთა ასაკი : 9-10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა : 2-3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, საიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და სურათების გამოფენა, პრეზენტაციის საღამოს მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისათვის : ამ პროექტის საიტის დამთვარიელებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას ქუთაისის შესახებ.
სამუშაო ენა : ქართული.
მონაწილეობა სხვა სკოლებიდან :
საგანთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა.გამოუმუშავდებათ უნარ - ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ - გვერდის შექმნა).
პროექტის ფასილიტატორი : ლია გურგენიძე.
ფასილიტატორის ელ - ფოსტა : liagurgenidze@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი : liagurgenidzee.blogspot.com

No comments:

Post a Comment